საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 95-ე კმ-ზე (ლაჯურღულა) დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა ჩამოვიდა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დეპარტამენტის ინფორმაციითვე, აღნიშნულ მონაკვეთზე ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა აღდგეს.
