თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ნაწილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ნაწილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება
13:42 08.03.2018
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი- ლესელიძის საავტომობილო გზის 190-ე კმ-ზე ჩამოდის მიწა-კლდის შვავები, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი მძიმე ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები დილიდან ინტენსიურად მიმდინარეობს. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.




ბეჭდვა