ქალ პარასპორტსმენებს შორის დღეს სხვადასხვა სახეობებში ტურნირები ჩატარდება
 ქალ პარასპორტსმენებს შორის დღეს სხვადასხვა სახეობებში ტურნირები ჩატარდება
09:39 08.03.2018
თბილისის მერიის, პარასპორტის განვითარების ცენტრისა და თბილისის ქალთა ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დღეს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩატარდება ტურნირები პარასპორტის სხვადასხვა სახეობებში - მაგიდის ჩოგბურთში, ფარიკაობაში და მშვილდოსნობაში. ტურნირები ჩატარდება ქალ პარასპორტსმენებს შორის.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ქალთა ფეხბურთის ნაკრები გუნდი ჩაატარებს საჩვენებელ მატჩს. მონაწილე სპორტსმენ ქალებს გადაეცემათ სამახსოვრო პრიზები. ღონისძიებას დაესწრებიან თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

ტურნირი 12:00 საათზე დაიწყება.


ბეჭდვა