ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 12-ე კმ-ზე მოძრაობა იკრძალება
ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 12-ე კმ-ზე მოძრაობა იკრძალება
13:13 05.03.2018
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 12-ე კმ-ზე, მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო,ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია სოფელ ორბელზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ბეჭდვა