დააზღვიე და დასაჩუქრდი - თიბისი დაზღვევა ავტომობილის დაზღვევის აქციას იწყებს
დააზღვიე და დასაჩუქრდი - თიბისი დაზღვევა ავტომობილის დაზღვევის აქციას იწყებს
13:11 05.03.2018
თიბისი დაზღვევა დღეიდან ახალ აქციას იწყებს, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს დაზღვევის საუკეთესო პირობებით თიბისი დაზღვევაში და მიიღოს განსაკუთრებული საჩუქრები : 50 ლიტრი საწვავი ვისოლის პრემიუმ საწვავზე და 100 ლარიანი TAXIFY-ის ვაუჩერი.

ასევე მთელი წლის განმავლობაში დაზღვეულები ისარგებლებენ განსაკუთრებული ბენეფიტებით:

15 თეთრიანი ფასდაკლებით ვისოლის საწვავზე.
50% ფასდაკლებით რეცხვის სერვისზე ულიმიტოდ, პარტნიორ სამრეცხაოებში.


სასაჩუქრე ნაკრები ორგვარია და განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა ღირებულებისა არის ავტომობილი: 17 500 ლარზე მეტის, თუ ნაკლების.

აქციაში ჩასართავად და საჩუქრების მისაღებად მომხმარებელმა უნდა შეიძინოს ავტოდაზღვევის სრული ნაკრები, რომელიც მოიცავს: ავტომობილის დაზღვევას, ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას, მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევას.

ავტოდაზღვევის შეძენა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით: თიბისი დაზღვევის ფილიალებში. თიბისი ბანკის ფილიალებსა და ვებგვერდზე online.tbcinsurance.ge



საჩუქრებით სარგებლობა მარტივია. Taxify-ის სასაჩუქრე კოდის გამოყენება დაზღვეულებს შეუძლიათ Taxify-ის მობილური აპლიკაციის საშუალებით, ხოლო სასაჩუქრე საწვავით სარგებლობა ვისოლის ბენზინგასამართი სადგურების ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი.

ბეჭდვა