ჩუბინაშვილების ქუჩაზე სახლს ხანძარი გაუჩნდა
ჩუბინაშვილების ქუჩაზე სახლს ხანძარი გაუჩნდა
14:12 11.07.2012
ჩუბინაშვილის ქუჩაზე, იტალიურ ეზოში სახლს ხანძარი გაუჩნდა.
როგორც „ნიუსპრესს“ სამაშველო სამსახურში განუცხადეს, დაიწვა  100 კვადრატული მეტრის ფართის ერთსართულიანი სახლის სამზარეულო და სახურავი. მსხვერპლი არ არის.
მათი ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. გამომწვევი მიზეზი უცნობია. სავარაუდოდ, იგი ბუნებრივი აირის აალებამ გამოიწვია.
ჩუბინაშვილის #18-თან 9 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად ადგილზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს.


ბეჭდვა