განათლების სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
განათლების სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
14:06 11.07.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.
სამინისტროს ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ხატია დეკანოიძის პირველ მოადგილედ შოთა ნიჟარაძე დაინიშნა, რომელიც 2007 წლიდან მიმდინარე წლის მაისამდე, შსს-ს აკადემიის პრორექტორი იყო.
მინისტრის მოადგილეები იქნებიან აგრეთვე, გიორგი ჩახნაშვილი, ირინე ქურდაძე და ნოდარ სურგულაძე.
სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ლევან ქებურია უხელმძღევანელებს.
შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსად გიორგი ქოჩიშვილი, ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსად კი - გიორგი ნაცვლიშვილი იმუშავებს.
სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ელგუჯა მაკალათიაა, საერთაშორისო ურთიერთობისა და პროგრამების დეპარტამენტს კი, ნატო ჯავახიშვილი უხელმძღვანელებს.

ბეჭდვა