დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა მუხიანის აგარაკების, მუხიანის IVა და IVბ მიკრორაიონების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ) და გლდანის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს შეეხება.
13:30 საათიდან 15:30 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას პეტრე ქავთარაძის (ნაწილობრივ) ქუჩის, 12 საათიდან 15 საათამდე-თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის (ნაწილობრივ), ხოლო 11 საათიდან 15 საათამდე-წმინდა ბარბარეს უბნის და ქვემო მელითონეთა დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლები.
