ბოტანიკურ ბაღში დედის დღე აღინიშნა
ბოტანიკურ ბაღში დედის დღე აღინიშნა
15:53 03.03.2018
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში დედის დღე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში ნინო ჩაკვეტაძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა, ბერი ანდრიას ფონდის ბენეფიციარების ხელნაკეთი ნამუშევრებისა და ბოტანიკური ბაღის ტროპიკული ორანჟერეის მცენარეთა გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
სტუმრებს ბაღის დორექტორმა თამაზ დარჩიძემ უმასპინძლა.
პატარებს კი ადგილზე ზალიკო სულაკაურის ხატვის გაკვეთილი და „Show-Time“-ის გასართობი პროგრამა დახვდათ.

ბეჭდვა