თბილისის ბოტანიკურ ბაღში ღონისძიება - "მოდი ბაღში დედასთან ერთად" გაიმართება
თბილისის ბოტანიკურ ბაღში ღონისძიება - "მოდი ბაღში დედასთან ერთად" გაიმართება
17:31 02.03.2018
საქართველოს ეროვნული ბოტანიკურ ბაღში, დღეს, 3 მარტს ღონისძიება "მოდი ბაღში დედასთან ერთად" გაიმართება.
დედის დღესთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ნინო ჩაკვეტაძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა. ასევე მოეწყობა ბერი ანდრიას ფონდის ბენეფიციართა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ჩატარდება ზალიკო სულაკაურის ხატვის გაკვეთილი.
ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა