ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე კლდოვანი მასის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე კლდოვანი მასის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
09:53 02.03.2018
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი- ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 33-ე კმ-ზე (ენგურჰესთან) ჩამოვიდა დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნულ მონაკვეთზე დილიდან ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა ყველა სახის ავტოტრანპორტის მიმოსვლა უმოკლეს ვადაში აღდგეს.



ბეჭდვა