მუნიციპალური ავტობუსების კონდიცირების სისტემით აღჭურვა არ იგეგმება
მუნიციპალური ავტობუსების კონდიცირების სისტემით აღჭურვა არ იგეგმება
12:44 11.07.2012
მუნიციპალური ტრანსპორტის - ავტობუსების კონდიცირების სისტემით აღჭურვა დაგეგმილი არ არის.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თამაზ რობაქიძის განცხადებით, მუნიციპალური ავტობუსები შეძენის დროს არ იყო აღჭურვილი კონდიცირების სისტემით და მათი კონდიცირება ჯერ არ იგეგმება, რადგან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
რობაქიძემ ასეთი პასუხი „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების მოთხოვნას გასცა, რომლებმაც დღეს მერიასთან საპროტესტო თეატრალიზებული აქცია გამართეს.
რაც შეეხება მეორე პრობლემას, რომელიც ავტობუსებზე განთავსებულ ბანერებს უკავშირდება, რობაქიძემ აღნიშნა, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია მუდმივად ცდილობს ნებისმიერ მგზავრს კომფორტული გარემო შეუქმნას და სწორედ ამიტომ, გაჩერებებზე ელექტროტაბლოები განლაგდა და ავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე აჩერებენ.
აქციის მონაწილეები ამ საკითხს უსინათლო მოქალაქეთათვის შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე სვამდნენ, რომლებიც სარეკლემო ბანერების გამო, ავტობუსის ყვითელ ფერზე რეაგირებას ვეღარ ახდენენ.

ბეჭდვა