ბოტანიკური ბაღი დედების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო ღონისძიებას გამართავს
 ბოტანიკური ბაღი დედების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო ღონისძიებას გამართავს
16:50 28.02.2018
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის სადღესასწაულო სივრცეში 3 მარტს ღონისძიება სახელწოდებით „მოდი ბაღში დედასთან ერთად“ ჩატარდება.
ღონისძიების ფარგლებში ნინო ჩაკვეტაძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა, ბერი ანდრიას ფონდის ბენეფიციართა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და ზალიკო სულაკაურის ხატვის გაკვეთილი გაიმართება. სტუმრებს გასართობ პროგრამას „Show-Time“-ი წარუდგენს.
ღონისძიებას თბილისის მერიის, პარტნიორი ორგანიზაციებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.




ბეჭდვა