ახალგაზრდა „ქრისტიან-დემოკრატებისა“ და უსინათლოთა პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის - „მომავალი
იწყებს დღეს“ წარმომადგენლებმა თბილისის მერიასთან თეატრალიზებული საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა მუნიციპალურ ტრანსპორტში კონდიცირების არარსებობა გააპროტესტეს და მერიასთან ვენტილატორი წარწერით - „არ მუშაობს“ მიიტანეს.
როგორც ახალგაზრდა „ქრისტიან-დემოკრატების“ ვაკის ორგანიზაციის თავმჯდომარემ თორნიკე მეშველიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ზაფხულის პერიოდში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა კონდიცირების არარსებობის გამო გაუსაძლისია, რითაც მოქალაქეთა უფლებები მუდმივად ირღვევა.
ამას გარდა, აქციის მონაწილეებმა დედაქალაქის მერია უსინათლოთა უფლებების დარღვევაში დაადანაშაულეს.
მეშველიანის თქმით, უსინათლო მოქალაქეებს, რომლებსაც მხოლოდ ყვითელი ფერის აღქმა შეუძლიათ, მუნიციპალურ ტრანსპორტზე განთავსებული სარეკლამო ბანერები პრობლემებს უქმნით.
ახალგაზრდა „ქრისტიან-დემოკრატები“ დედაქალქის მერიას აღნიშნული პრობლემების დაუყოვნებლივ მოგვარებისკენ მოუწოდებენ.
