დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციამ ხელშეკრულებით
გათვალისწინებული საკითხების გასავლელად მოიჯარეებთან შეხვედრა უკვე დაიწყო.
ამის შესახებ კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„დაზარალებულია ორივე მხარე, როგორც მოიჯარეები ასევე სავაჭრო ცენტრის მფლობელები.
სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციამ გუშინვე დაიწყო შეხვედრა მოიჯარეებთან, რათა დეტალურად მოხდეს გავლა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკითხების.
საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ დაიწყება აღდგენითი სამუშაოები, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძოს ფუნქციონირება სავაჭრო ცენტრმა.
იმ ადამიანებს, ვისაც გადაურჩა საქონელი, სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია სთავაზობს ალტერნატიულ ფართებს, რათა დამწვარი ცენტრის აღდგენამდე შეუფერხებლად განაგრძონ საქმიანობა“- განაცხადა კალაძემ.
