კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დღეს, 28 თებერვალს
დედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კერძოდ, შეზღუდვა შეეხება:
ვაკის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), რადიანის, შატბერაშვილის, მცხეთის, მარუხის გმირთა და კოკა კლდიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოლაბაურის, კაჭარავას, წერნაკის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ჭრელაშვილის, იორის და ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გობრონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, შეშელიძის, ხევძმარის, სარაჯიშვილის, ლაზოს, წყალსადენის, შუშის და ჭედიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის და პეტრე იბერის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
