ქლორის გაჟონვის დროს ლილოს დასახლებაში მოწამლული 18 წლის ლაშა ნარიმანიძე დღეს გარდაიცვალა.
ნარიმანიძე ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 3 ივლისის ღამიდან მართვით სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.
ასთმით დაავადებული ნარიმანიძე ქლორით მოწავლის შედეგად, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო.
ჰაერში კონცენტრირებული ქლორის გაჟონვის გამო, ლილოს საქნავთის დასახლებაში 70-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ბავშვები და ფეხმძიმე ქალები.
კონცენტრირებული ქლორით სავსე ავზის მფლობელი კომპანია „კრისტალია“, რომელიც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კონტრაქტორი ფირმაა. მის ხელმძღვანელს ლევან დაუთაშვილს, რომელიც 4 ივლისს დააკავეს, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სსსკ-ის 288-ე მუხლითაა აღძრული. დაუთაშვილს 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
