საქართველოში გაცნობითი ხასიათის ვიზიტით აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სამსახურის დელეგაცია
იმყოფება. დელეგაციის წევრებთან შეხვედრები სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა, სადაც სააგენტოს წარმომადგენლებმა, აზერბაიჯანელ კოლეგებს უწყების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, საკანონმდებლო ბაზის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. აღინიშნა, რომ ამ კუთხით საქართველოს გამოცდილება მნიშვნელოვანია, რადგან აზერბაიჯანში სურსათის ეროვნული სააგენტოს ანალოგიური უწყება 2018 წლიდან ამომქედდა.
სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის დელეგაციის წევრები გაეცნობიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის , ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობას, ევროკავშირის ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს. აგრეთვე იგეგმება რეგიონებში გასვლა და ქართული წარმოებების დათვალიერება.
