ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინტიტუტის (NDI) კველევის თანახმად, გამოკითხულთა 44% ლაზიკას მშენებლობაზე 1.5 მლრდ ლარის დახარჯვას გაუმართლებლად მიიჩნევს.
რესპოდენტთა 54% ქალაქ ლაზიკის მშენებლობას მხარს უჭერს, თუმცა, მიაჩნიათ, რომ აუცილებელია საკითხის საჯარო განხილვა და საპარლამენტო მოსმენები.
ამასთან, გამოკითხულთა 42%-ს მიაჩნია, რომ ლაზიკას მშენებლობა არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არამედ უცხოური ინვესტიციებით უნდა დაფინანსდეს.
„საზოგადოებრივი განწყობის“ კვლევა 4-დან 22 ივნისამდე პერიოდში მიმდინარეობდა, რომლის დროსაც 6 299 მოქალაქე მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა.
