NDI - გამოკითხულთა 88% დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიაზე მიბმას უარყოფითად აფასებს
NDI - გამოკითხულთა 88% დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიაზე მიბმას უარყოფითად აფასებს
10:57 11.07.2012
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 88% დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიაზე  მიბმას უარყოფითად აფასებს.
კითხვაზე - 2008 წლის იანვართან შედარებით როგორ შეიცვალა მდგომარეობა საქართველოში ადგილობრივ საკითხებთან დაკავშირებით, რესპოდენტთა 88% მიიჩნევს, რომ დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიაზე მიბმით მდგომარეობა გაუარესდა, 50% უარყოფითად აფასებს კომუნალური გადასახადების, ხოლო 55% ტრანსპორტის ღირებულების გაზრდას.
რაც შეეხება დადებით შეფასებებს, გამოკითხულთა 63% კმაყოფილია გზების, 45% - გაზმომარაგების, ხოლო 44% - ნაგვის გატანის საკითხის მოწესრიგებით, 45% კი, ნარკომანიასთან ბრძოლის გააქტიურებით.
„საზოგადოებრივი განწყობის“ კვლევა 4-22 ივნისს ჩატარდა, რომლის დროსაც საქართველოს მასშტაბით 6 299 მოქალაქე გამოიკითხა.

ბეჭდვა