მოქალაქეების აზრით, საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები სამუშაო ადგილები, ტერიტორიული მთლიანობა
და ხელმისაწვდომი ჯანდაცვაა.
ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებულ „საზოგადოებრივი განწყობის“ კვლევებში.
გამოკითხულთა 58% ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად სამუშაო ადგილების შექმნას, ხოლო 33%-33% - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ხელმისაწვდომ ჯანდაცვას ასახელებს.
ამასთან, კვლევის თანახმად, რესპოდენტების 47% მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობა გაურესდა, 46%-ს შეფასებით კი - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით ვითარება ასევე გაუარესებულია.
„საზოგადოებრივი განწყობის“ კვლევის დროს 6 299 მოქალაქე მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა. კვლევა 4-22 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა.
