გია მაისაშვილი გარდაიცვალა
 გია მაისაშვილი გარდაიცვალა
11:14 26.02.2018
ქართველი პოლიტიკოსი და ლიდერთა სკოლის დამფუძნებელი გია მაისაშვილი 56 წლის ასაკში, ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა.
მაისაშვილს 2015 წელს თავის ტვინის სიმსივნე დაუდგინეს, რის შემდეგაც იგი აშშ-ში მკურნალობდა.
რამდენიმე დღის წინ, მაისაშვილის მდგომარეობის დამძიმების გამო პოლიტიკოსის მეგობრებმა საქართველოში მისი გადმოყვანისათვის ფინანსური დახმარების თხოვნით პრემიერ-მინისტრის სახელზე განცხადება გაავრცელეს.


ბეჭდვა