დღეს საქველმოქმედო საღამო გაიმართება
დღეს საქველმოქმედო საღამო გაიმართება
08:58 11.07.2012
საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში დღეს საქველმოქმედო საღამო „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“ გაიმართება.
საღამოზე გერმანიაში მოღვაწე ქართველი მხატვარ-დიზაინერის ეკა ფერაძისა და გარემოს დაცვის მინისტრის გოგა ხაჩიძის აფრიკულ მოტივებზე შესრულებული ნამუშევრების, აგრეთვე,დიზაინერ მაია მიქაშავიძის ექსკლუზიური სამკაულების გამოფენა გაყიდვა გაიმართება. მოეწყობა აუქციონიც.
შემოსული თანხა აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდება.
საქველმოქმედო საღამო არასამთავრობო ორგანიზაციის „საქარათველოს საქმიანი ქალები - ქველმოქმედებისთვის“ ორგანიზებით ჩატარდება.

ბეჭდვა