თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენერგია გაეთიშება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი
10-დან 12:00 საათამდე დიდი დიღმის III მიკრორაიონის ნაწილს, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ის, პეტრიწის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებს, ხოლო 10-დან 14:00 საათამდე დაბა წყნეთის ნაწილს შეეზღუდება.
10-დან 16:00 საათამდე ენერგომომარაგება ნუცუბიძის III მიკრორაიონის და ჟღენტის ქუჩას, სოფელ წავკისის და შინდისის ნაწილს, გლდანის III მიკრორაიონს არ მიეწოდება.
ქვესადგურში „საბურთალო III” სარემონტო სამუშაოების გამო, 10-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, ზემო ვეძისის დასახლების, დელისის, ნუცუბიძის, ვახტანგ ჩიქოვანის, ონიაშვილის, ასათიანის, ზაქარიაძის და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში შუქი ვაზისუბნის II, IIა, III მიკრორაიონის II კვარტლის, ფაბრიციუსის, ობსერვატორიის, მარტყოფის, დმანისის და ალადაშვილის ქუჩებს არ მიეწოდება.
10-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის დასახლებას, ზუბალაშვილების, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ვეძინის, ლიხის, ჩაბანოს, შევჩენკოს, ბესიკის, ზიჩის და არსენას ქუჩებს, თემქის III მიკრორაიონის III კვარტლის, რკინიგზის, ასკურავას, ჩოდიშვილის, ნიაღვრის, ნოსტეს, წაღვერის, ქებურიას, კისისხევის, რომელაშვილის და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
ამავე პერიოდში, შუქი ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, მოსკოვის გამზირის IV კვარტლის, ლილოს დასახლების, ჭირნახულის, ქინძმარაულის, თრიალეთის და მიმდებარე ქუჩებს, თევდორე მღვდლის, ცემის, ევდოშვილის და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.
ქვესადგურში „დიღომი-II” სარემონტო სამუშაოების გამო, 11-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგია პეტრიწისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების ნაწილს, ხოლო 11-დან 18:00 საათამდე დიღმის მასივის VI კვარტლის, სამტრედიის, ლუბლიანას და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.
