ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) პოლიტიკურ პარტიებს რეიტინგებს მომავალ კვირაში მიაწვდის.
ამის შესახებ ჟურნალისტებს NDI-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ განუცხადა.
„პოლიტიკურ პარტიების რეიტინგების შესახებ კვლევები მზად მომავალ კვირაში იქნება და პარტიებსაც გავაცნობთ“ - აღნიშნა ნავარომ.
მისივე თქმით, NDI საპარლამენტო არჩევნებამდე კიდევ ერთ კვლევას ჩაატრებს, სადაც შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრის დანიშვნის და Must-carry-ს პრინციპის შემოღება შეფასდება.
ამასთან, ნავარო არ გამორიცხავს, რომ კვლევის კითხვარებში ადგილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის შეფასებასაც დაეთმოს.
