ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 43% მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის.
კითხვაზე - არის თუ არა საქართველოში ამჟამად დემოკრატია, რესპოდენტთა 43%-მა უარყოფითი პასუხი გასცა, ხოლო მიმდინარე წლის თებერვალში აღნიშულ საკითხზე უარყოფითად 34%-მა უპასუხა.
გამოკითხულთა 38% მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიაა, მაშინ, როცა თებერვლის კველვის დროს, აღნიშნულ კითხვას დადებითი პასუხი 49%-მა გასცა.
ამასთან, გამოკითხულთა 59% მიიჩნევს, რომ დემოკრატია სიტყვის, მედიის თავისუფლებასა და განსხვავებული აზრის მოსმენას ნიშნავს, ხოლო 36%-ს აზრით, დემოკრატია არის თანასწორობა კანონის წინაშე და სამართლიანობის დაცვა.
„საზოგადოებრივი განწყობის“ კვლევის პრეზენტაცია დღეს, NDI-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ გამართა, რომლის ფარგლებშიც 6 299 მოქალაქე მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა.
