მიხეილ ჩხენკელი: არცერთი კომპანიის საქმიანობაში სახელმწიფო არ ერევა, შესაბამისად, მედია-საშუალებები საქართველოში თავისუფალია
მიხეილ ჩხენკელი: არცერთი კომპანიის საქმიანობაში სახელმწიფო არ ერევა, შესაბამისად, მედია-საშუალებები საქართველოში თავისუფალია
12:14 21.02.2018
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ხელისუფლება მედიის მუშაობაში არ ერევა, შესაბამისად, მათი საქმიანობა თავისუფალია.
ამის შესახებ ჩხენკელმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, სადაც პრემიერი მედია-საშუალებებზე ზეწოლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„არავითარი ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან მედიების მუშაობაში არ ხდება. არცერთი კომპანიის საქმიანობაში სახელმწიფო არ ერევა. შესაბამისად, ყველა მედია-საშუალება არის თავისუფალი საქართველოში. აბსოლუტურად ვეთანხმები და ვიზიარებ პრემიერის განცხადებას, რომ ზოგადად, ხელისუფლების შანტაჟი არის მიუღებელი. მითუმეტეს იმ ორგანიზაციიდან, რომელიც პრემიერმა დაასახელა არანაირი შანტაჟი არ უნდა არსებობდეს“- განაცხადა ჩხენკელმა.

ბეჭდვა