საქართველოს ელჩმა საუდის არაბეთში ბიზნესმენებისა და სამეფო საზოგადოების წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო გარემო გააცნო
საქართველოს ელჩმა საუდის არაბეთში ბიზნესმენებისა და სამეფო საზოგადოების წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო გარემო გააცნო
12:12 21.02.2018
საქართველოს ელჩმა საუდის არაბეთში ბიზნესმენებისა და სამეფო საზოგადოების ფართო წრეების წარმომადგენლებისთვის ქალაქ რიადში გამართა თემატური შეხვედრა-პრეზენტაცია - “Business Opportunities in Georgia and Future Perspectives”.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე ელჩმა მიწვეულ სტუმრებს გააცნო საქართველოს საინვესტიციო გარემო, ქვეყანაში ბიზნესის წარმოების მხრივ არსებული შესაძლებლობები, საკანონმდებლო რეგულაციები და საერთაშორისო პროექტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას და პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირების განვითარების საკითხებს.

შეხვედრაზე გავრცელდა სხვადასხვა საინფორმაციო მასალა საქართველოს შესახებ. პრეზენტაციის შემდეგ ღონისძიება გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

ბეჭდვა