მიხეილ ჩხენკელი გაეროს წარმომადგენლებს შეხვდა
 მიხეილ ჩხენკელი გაეროს წარმომადგენლებს შეხვდა
15:09 20.02.2018
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი გაეროს მოსახლეობის ფონდის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა.
განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ორგანიზაციის წარმომადგენლებს მინისტრმა სისტემაში დაგეგმილი სიახლეების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია, გაეროს სააგენტოების წარმომადგენლებმა კი, თავის მხრივ, გამოხატეს მზადყოფნა კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ განათლების ყველა საფეხურზე სამოქალაქო განათლების კომპონენტის გაძლიერების, პროფესიული განათლების ხელშეწყობის, ახალგაზრდობისთვის, განსაკუთრებით ქალებისთვის, განათლების მიღების მეტი შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით.



ბეჭდვა