შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და თბილისის მერი კახა კალაძე დღეს ევროპის მოედანზე, ახალ პროექტს
წარადგენენ.
პროექტის თანახმად, „112“-ის ახალი პროგრამა გულისხმობს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას.
წარდგენის ღონისძიება 11:00 საათზე გაიმართება.
