NDI-ს კვლევით, გამოკითხულთა 70%-სთვის ევროკავშირში გაწევრიანება მისაღებია, ნატოში კი - 62%-სთვის
NDI-ს კვლევით, გამოკითხულთა 70%-სთვის ევროკავშირში გაწევრიანება მისაღებია, ნატოში კი - 62%-სთვის
16:53 10.07.2012
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გამოკითხულთა 70%-სთვის მისაღებია, ნატოში შესვლას კი, მხარს 62% უჭერს.

ამასთან, პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები გაგრძელდება, თუ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან რუსეთი თავის საელჩოებს გაიწვევს, მხარს გამოკითხული რესპოდენტების 55% უჭერს. ასევე, 55%-სთვის მისაღებია რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმება.

ამასთან, გამოკიტხულთა 30%-სთვის მისაღებია და 28%-ს მიუღებელია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის შეთავაზება, რომლის მიხედვით, საქართველომ უარი უნდა თქვას ნატოში გაწევრიანებაზე რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ.

„საზოგადოებრივი განწყობის“ კვლევის პრეზენტაცია დღეს, NDI-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ გამართა, რომლის ფარგლებშიც 6 299 მოქალაქე მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა.

ბეჭდვა