NDI - რუსეთს საქართველოსთვის რეალურ საფრთხედ გამოკითხულთა 44% მიიჩნევს
NDI - რუსეთს საქართველოსთვის რეალურ საფრთხედ გამოკითხულთა 44% მიიჩნევს
16:43 10.07.2012
საქართველოსთვის რეალურ საფრთხედ რუსეთს გამოკითხულთა 44% მიიჩნევს.

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კველევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობას, 87%-ს საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან არ მოსწონს.

რესპოდენტების 44% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს, 29% - რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეა, მაგრამ აღნიშნული საფრთხე გაზვიადებულია.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 12% რუსეთს საქართველოსთვის საფრთხედ არ მიიჩნევს.

„საზოგადოებრივი განწყობის“ კვლევის პრეზენტაცია დღეს, NDI-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ გამართა, რომლის ფარგლებშიც 6 299 მოქალაქე მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა.

ბეჭდვა