NDI-ს კვლევაში ტელევიზიების მიმართ მოსახლეობის ნდობის საკითხიც აისახა
NDI-ს კვლევაში ტელევიზიების მიმართ მოსახლეობის ნდობის საკითხიც აისახა
16:33 10.07.2012
ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კველევის შედეგების თანახმად, გამოკითხულ მოქალაქეთა მოსაზრებით, ტელეკომპანიები - „რუსთავი 2“, „იმედი“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ - მთავრობის, ხოლო „მაესტრო“, „კავკასია“ და „მე-9 არხი“ ოპოზიციის ინტერესებს ატარებენ.

ამის შესახებ ნათქვამია NDI-ის დაკვეთით ჩატარებულ „საზოგადოებრივი განწყობის“ კვლევაში.

კითხვაზე - ძირითადად ვის ინტერესებს გამოხატავს გადაცემები საქართველოში პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ სატელევიზიო არხებზე, გამოკითხულთა 65% მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“ მთავრობის ინტერესს ატარებს, მეორე ადგილზეა „იმედი“ – 62%-ით, მესამეზე „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ - 54%-ით და მეოთხეზე „აჭარა TV“ 25%-ით.

რაც შეეხება ოპოზიციის ინტერესების გატარებას, გამოკითხულთა პასუხების მიხედვით, „მაესტრო“ 39%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა 28%-ით „კავკასია“ და მესამეზე „მე-9 არხი“ 19%-ით.

ამასთან, „რუსთავი 2“-ს სრულად გ ამოკითხულთაგან 2%, „იმედს“ - 1% და „საზოგადოებრივი მაუწყებელს“ 1% ენდობა, „მე-9 არხს“ - 8%. „მესტროს“ – 2%, „კავკასიას“ – 1%.

ასევე, კვლევაში ცალკე გრაფაა „ვენდობი“, რომლის მიხედვითაც „რუსთავი 2“-ს 24% ენდობა, „იმედს“ - 23%, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ - 17, მაესტროს - 11%, „მე-9 არხს“ - 4%, „კავკასიას“ – 8%.


დღეს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ NDI-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ კვლევის პრეზენტაცია გამართა, რომლის ფარგლებშიც 6 299 მოქალაქე მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა.

ბეჭდვა