საქართველოს მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიღების მთავარ საშუალებად კვლავ ტელევიზია რჩება. ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული (NDI) ინსტიტუტის „საზოგადოებრივი განწყობის“ კვლევაში.
კითხვაზე - ძირითადად რომელი წყაროდან იღებთ ინფორმაციას პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ, გამოკითხულთა 88% პირველწყაროდ ტელევიზიას ასახელებს; 5%-ით მეორე ადგილი უჭირავს ინტერნეტს; ხოლო გაზეთებს, ჟურნალებს და მეზობლებ-მეგობრებისგან მიღებულ ინფორმაციას თანაბარი 2-2% ერგო.
დღეს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ NDI-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ კვლევის პრეზენტაცია გამართა, რომლის ფარგლებშიც 6 299 მოქალაქე მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა.
