ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი ევროსაბჭოს დემოკრატიისა და პოლიტიკურ საკითხთა გენერალური დირექტორატის
თანამშრომლობის პროგრამების პოლიტიკურ მრჩეველს, როზარია პუგლისს და ევროსაბჭოს თბილისის ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა.
სუბელიანმა ევროსაბჭოს წარმომადგენლებს დევნილების ზოგადი მდგომარეობა გააცნო. კობა სუბელიანმა დევნილთა ახალ შენობებში გადაყვანის პროცესზე და საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესზეც ისუბრა.
მისი თქმით, 27 000 დევნილი ოჯახი უკვე საკუთრების მფლობელია, დარჩენილ 48 000-ზე მეტ ოჯახს კი - საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში ეტაპობრივად გადაეცემა.
როგორც ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საქართველოზე 2011 წლის სექტემბერი-2012 წლის აპრილის პერიოდის ანგარიშს ამზადებენ. მასში იძულებით გადაადგილებულ პირთა თემატიკაც შევა.
