სალომე ზურაბიშვილი N23 საჯარო სკოლაში ფრანგული ენის კაბინეტის გახსნას დაესწრო
სალომე ზურაბიშვილი N23 საჯარო სკოლაში ფრანგული ენის კაბინეტის გახსნას დაესწრო
17:16 16.02.2018
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი, სალომე ზურაბიშვილი ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლაში ფრანგული ენის კაბინეტის გახსნას დაესწრო.

სკოლის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს სამომავლო გეგმები და სკოლაში მიმდინარე პროექტები.

კაბინეტის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე, საქართველოში ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი ჟან-ივ ლავუარი.

ბეჭდვა