NDI კვლევის შედეგად, 2013 წელს მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერებას გამოკითხულთა 36% მხარს არ უჭერს
NDI კვლევის შედეგად, 2013 წელს მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერებას გამოკითხულთა 36% მხარს არ უჭერს
15:16 10.07.2012
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინტიტუტის (NDI) კვლევის შედეგად, 2013 წელს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერებას მხარს არ უჭერს გამოკითხულთა 36%.

ამის შესახებ ნათქვამია „საზოგადოებრივი განწყობების“ კვლევაში, რომლის პრეზენტაციაც დღეს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა.

კვლევის მიხედვით, კითხვაზე 2013 წელს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მხარს უჭერთ თუ არა მის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას - 6 299 გამოკითხულიდან უარყოფითი პასუხი 36%-მა გასცა, თანახმაა - 33%, 27%-მა არ იცის და 3% კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარს აცხადებს.

კვლევები მთელი საქართველოს მასშტაბით, 4-დან 22 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა.

ბეჭდვა