მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება
მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება
09:43 15.02.2018
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 92-ე კმ. მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია სოფ. კორტოხსა და სოფ. ბეღლეთზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ბეჭდვა