შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის
მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა. თუმცა ის კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. როდის გადაიყვანენ პალატაში და როდის მოხდება მისი დაკითხვა, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილსა და მის 33 წლის შვილს თავს 7 თებერვალს, საკუთარ სახლში დაესხნენ. ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
