სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დიდი რაოდენობით საეჭვო წარმომავლობის ხორცი გამოავლინა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დიდი რაოდენობით საეჭვო წარმომავლობის ხორცი გამოავლინა
15:09 09.02.2018
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ხორცის საბითუმო- სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს.
დოკუმენტური შემოწმებისას შპს „ახალ ხორცში“ გამოვლინდა ვადაგასული, საეჭვო წარმომავლობის ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე. სააგენტოს ინსპექტორებმა 400 კგ ხორცი დალუქეს და ბიზნესოპერატორი 1000 ლარით დააჯარიმეს. კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმეს დაევალა ხორცის განადგურება, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები განახორციელებენ.


ბეჭდვა