თბილისში იაშვილის კლინიკაში, ოზურგეთიდან 3 წლის ბავშვი გადაიყვანეს, რომელიც გველმა დაკბინა.
ქვეწარმავალმა პაციენტს ხელზე ეზოში თამაშის დროს უკბინა. პირველადი გამოკვლევა მას ქუთაისში ჩაუტარდა. მოგვიანებით, კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა.
ექიმების ვარაუდით, გველი შხამიანი არ უნდა ყოფილიყო. ბავშვის ჯანმრთელბის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
მათივე ინფორმაციით, პაციენტს ამ დროისთვის შესაბამისი გამოკვლევები და მკურნალობა უტარდება.
