დღეს თსუ-ს საიუბილეო ღონისძიება გაიმართება
დღეს თსუ-ს საიუბილეო ღონისძიება გაიმართება
09:32 08.02.2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავთან დაკავშირებით დღეს საიუბილეო ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, 50-მდე ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, 10:00 საათზე დაიწყება.


ბეჭდვა