თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე, 1978 წელს დადგმული სპექტაკლის ,,დარაბებს მიღმა
გაზაფხულია"-ს რეჟისორის მიშა ბუკიას „facebook“ მიმართვას ეხმაურება და მეგობრებს მისი დახმარებისკენ მოუწოდებს.
როგორც ოგბაიძე სოციალურ ქსელში წერს, ბუკია ამჟამად ძეგვის წმინდა გიორგი-მთაწმიმდელის სახელობის დედათა მონასტრის თავშესაფარში ცხოვრობს.
„მიშა, ნუ გეშინია, ვიშოვით მაგ თანხას და შენი დარაბების მიღმაც მოვა გაზაფხული.
P.S. მიშა გახლავთ ლაშა თაბუკაშვილის 1978 წელს დადგმული სპექტაკლის ,,დარაბებს მიღმა გაზაფხულია"-ს რეჟისორი.
ამჟამად ცხოვრობს ძეგვის წმინდა გიორგი-მთაწმიმდელის სახელობის დედათა მონასტრის თავშესაფარში“- წერს ოგბაიძე.
ცნობისთვის, მიშა ბუკიამ გუშინ სოციალური ქსელით მიმართვა გაავრცელა, სადაც ის მეგობრებს ძეგვში კოტეჯის აშენებისთვის ფინანსურ დახმარებას სთხოვს და საბანკო რეკვიზიტებს აქვეყნებს.
„ძმებო და დებო შანსი გამიჩნდა რომ აქ ძეგვში ჩავდგა ფინური კოტეჯი. ამისთვის მჭირდება 2500$. ვისაც რამდენი შეგილიათ ეგებ ჩამირიცხოთ თანხა ანგარიშზე GE21LB0211174876559000 მფო220101480 ლიბერთი ბანკი.
წინასწარ მადლობელი მიშა ბუკია“- წერს ბუკია.
