მიხეილ ჩხენკელი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
მიხეილ ჩხენკელი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
16:19 05.02.2018
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში კრისტიან ურსეს შეხვდა.
მიხეილ ჩხენკელმა დადებითად შეაფასა განათლების სფეროში ევროპის საბჭოსთან არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ერთობლივი პროექტების განხორციებისას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ევროპის საბჭოს ჩართულობა სკოლებში სამოქალაქო განათლების ინტეგრაციისა და ეროვნული უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის კუთხით განხორციელებული პროგრამები.

როგორც განათლების სამინისტროში განმარტავენ, ევროსაბჭოს წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო მზადაა მაქსიმალურად იყოს ჩართული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროს რეფორმირების პროცესში.

მხარეებმა მიმოიხილეს შესაძლო თანამშრომლობისთვის პერსპექტიული მიმართულებები და იმედი გამოთქვეს, რომ შემდგომი პროექტების შემთხვევაშიც, თანამშრომლობა კვლავ ინტენსიური და ნაყოფიერი იქნება.

ბეჭდვა