ნაქერალას უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ნაქერალას უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
15:05 03.02.2018
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ38-კმ62 ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ 31 იანვრიდან ინტენსიური თოვის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე იკრძალებოდა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ბეჭდვა