ხაშური-ზესტაფონის საუღელტეხილო მონაკვეთზე მეტეოროლოგიური პირობების გამო მატარებლები შეფერხებით გადაადგილდებიან
ხაშური-ზესტაფონის საუღელტეხილო მონაკვეთზე მეტეოროლოგიური პირობების გამო მატარებლები შეფერხებით გადაადგილდებიან
11:46 01.02.2018
ხაშური-ზესტაფონის საუღელტეხილო მონაკვეთზე მკაცრი მეტეოროლოგიური პირობების გამო, ელექტროენერგიის შეზღუდვის შედეგად, დროებით შეფერხება შეექმნათ მაგისტრალზე მოძრავ მატარებლებს. ამჟამად ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია და მატარებლების გაშვება ხდება ეტაპობრივად.
ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს რკინიგზის პრესსამსახური ავრცელებს.
სს „საქართველოს რკინიგზის“ ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.


ბეჭდვა