ექიმი: დაჭრილ მოზარდებთან მიმართებით ქირურგიული ჩარევა საჭირო არაა
ექიმი: დაჭრილ მოზარდებთან მიმართებით ქირურგიული ჩარევა საჭირო არაა
11:14 01.02.2018
თბილისის 35-ე სკოლის მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც გუშინ დაჭრეს, სტაბილურია. როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში განმარტავენ, ამ ეტაპზე ქირურგიული ჩარევა საჭირო არაა.

„ორივე მოზარდის მდგომარეობა რჩება სტაბილური. ჰემოდინამიკური მაჩვენებელი არის სტაბილური. მთელი ღამე ლაბორატორიული კვლევები უტარდებოდათ და ახლაც უტარდებათ. ამის შემდეგ გადაწყდება შემდგომი ტაქტიკა. ამ ეტაპზე ქირურგიული ჩარევა საჭირო არაა“-განაცხადა ექიმმა.

მეთორმეტე კლასის მოსწავლეები „წითელ ბაღთან“ გუშინ საღამოს დაჭრეს. შემთხვევა საღამოს მაშინ მოხდა, როდესაც ისინი რეპეტიტორთან მიდიოდნენ.

ბეჭდვა