თბილისის რამდენიმე ქუჩას ხვალ ელექტროენეგია შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან 11:00 საათამდე
ვაშლიჯვრის დასახლების და გოძიაშვილის ქუჩას, კუიბიშევის, ლიბანის, ბარალეთის, ბარისახოს, ულიანოვის და გურამიშვილის ქუჩებს გაეთიშება.
ენერგომომარაგება 10-დან 16:00 საათამდე ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ვაჟა-ფშაველას I კვარტლის, თამარაშვილის, ნუცუბიძის და საბურთალოს ქუჩებს, ზემო და ქვემო ფონიჭალის, გეოლოგების დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, ჟორდანიას, მარნეულის, ღოღობერიძის, სურგულაძის და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
შუქი 10-დან 17 საათამდე აღმაშენებლის გამზირის ნაწილს, წინამძღვრიშვილის ნაწილს, ვარციხის, მაზნიაშვილის და სუნდუკიანის ქუჩებს, ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეკინის გამზირის ნაწილს, ზემო ვეძისის დასახლების, ზემო ვეძისის I, II ჩიხის, ბერიტაშვილის, ვაზისუბნის, ლევანდოვსკის, კანდელაკის, ტაშკენტის, ბაგრატიონის, დელისის, ნუცუბიძის, ვახტანგ ჩიქოვანის, ონიაშვილის, ასათიანის, ზაქარიაძის და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.
ელექტროენეგია ამავე პერიოდში მიცკევიჩის, ტაშკენტის, ამბროლაურის, საირმის, თამარაშვილის, ზემო ვეძისის, საბურთალოს, ნუცუბიძის, დელისის, ბუდაპეშტის, ჩიქოვანის, გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.
შეზღუდვა ასევე, ინფექციურ საავადმყოფოს, ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ს, “ავერსის” კლინიკას, სისხლის გადასხმის ინსტიტუტს, ონკოლოგიურ საავადმყოფოს და საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს შეეხება.
ქვესადურში „ფონიჭალა“ სარემონტო სამუშაოების გამო, ელექტროენეგია 11-დან 16 საათამდე ზემო და ქვემო ფონიჭალის, გეოლოგების დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, ჟორდანიას, მარნეულის, ღოღობერიძის, სურგულაძის და მიმდებარე ქუჩების აბონენტებსაც არ ექნება.
