ნინოწმინდაში ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავი აღნიშნეს
ნინოწმინდაში ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავი აღნიშნეს
16:24 09.05.2017
ფაშიზმზე გამარჯვების 72 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის წევრი ჰენზელ მკოიან, გამგეობის თანამშრომლები - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელი გაგიკ კარსლიანის ხელმძღვანელობით, საკრებულოს თავმჯდომარე - სუმბატ კიურეღიან - თანამშრომლებთან ერთად, საკრებულოს დეპუტატები მეორე მსოფლიო ომის ვეტერნებს შეხვდნენ.
მათ ნინიოწმინდის მოსახლეობასა და მოსწავლე -ახალგაზრდობასთან ერთად ნინოწმინდის პარკში მდებარე ომში დაღუპულთა ჯარისკაცის ძეგლი გვირგვინით შეამკეს.
დასასრულს კი ნინოწმინდის კულტურის ცენტრის, სოფლების მხატვრული ანსამბლებისა და ახალგაზრდა შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

ბეჭდვა