ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გაგიკ კარსლიანმა გამგეობის კულტურის სამსახურის
თანამშრომლებთან, განძის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან, სპეციალისტებთან, განძის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს დეპუტატთან, განძის ტერიანის სახელობისა და შ. რუსთაველის სახელობის სკოლების დირექტორებთან, ვაჰან ტერიანის სახლ - მუზეუმის დირექტორსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ცნობილი სომეხი პოეტის - ვაჰან - ტერიანის პოეზიის დღესთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განიხილეს, რომელიც მიმდინარე წლის 23 ივლისს გაიმართება.
ასევე მოაგვარეს სპორტული ღონისძიება - ,,ფეხბურთის მოყვარულთა“ ნინოწმინდის ორი გუნდის რაიონულ პირველობაში მონაწილეობის საკითხიც.
